11 X 11
სპორტული პორტალი

კაზემირომ, რომელიც კაზიმიროა, თანაგუნდელებზე ისაუბრა

0

მადრიდის “რეალის” ბრაზილიელმა ნახევარმცველმა კაზემირომ თქვა, რომ დედამისის გვარი კაზიმიროა, მაგრამ “სან პაულუში” თამაშის დროს გვარი შეეშალათ და მეც ერთი ასოს ცვლილებას აღარ გამოვეკიდე და დარჩა როგორც არისო.

მან ედენ აზარის შესახებ თქვა, რომ დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ ტრავმების გამო სათამაშო რიტმიდან ამოვარდა, ახლა უკეთაა, ფორმასაც იბრუნებს და მალე გუნდისათვის მთავარი დამრტყმელ ძალად იქცევა.

მანვე გაიხსენა გუნდიდან გაშვებული გარეტ ბეილი, რომელთანაც მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდა და თვლის, რომ როდესაც ფორმაშია, უელსელი მსოფლიოს ხუთ საუკეთესო ფეხბურთელს შორისაა და წარმატებები უსურვა “ტოტენჰემში”.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო