11 X 11
სპორტული პორტალი

ლონდონის საბჭომ ჩარლტონს სტადიონის აშენებაზე უარი უთხრა, ფანებმა პარტია შექმნეს, არჩევნებში გაიმარჯვეს და გადაწყვეტილება შეცვალეს

0

1984 წელს ლონდონის “ჩარლტონ ატლეტიკი” ვალების გამო იძულებული გახდა საშინაო არენა “ველი” გაეყიდა და დროებით სხვა სტადიონზე გადასულიყო, რომელსაც “სელჰერსთ პარკი” ერქვა.

ცნობისთივს: “ველი” ინგლისის დედაქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და იმ დროისთვის ლონდონის ყველაზე დიდი საფეხბურთო არენა იყო – მატჩებს, საშუალოდ 75 000 ადამიანი ესწრებოდა და ტოლ-სწორი არავინ ჰყავდა.

1988 წელს კლუბმა შეძლო და სტადიონი გამოისყიდა, თუმცა 4-წლიან პერიოდში “ველი” ძალიან დაძველდა. იმდენად, რომ იქ შეხვედრების ჩატარება არ შეიძლებოდა – არენას ნულიდან სრული რეკონსტრუქცია სჭირდებოდა.

“ველი” გრინვიჩში, ლონდონის ერთერთ რაიონში მდებარეობს. გრინვიჩის ქალაქ-საბჭომ ხმათა უმრავლესობით ახალი სტადიონის პროექტზე უარი თქვა. ამის შემდეგ კი საქმეში “ჩარტლონ ატლეტიკის” გულშემატკივრები ჩაერთვნენ.

ფანებმა შექმნეს პოლიტიკური პარტია, სახელწოდებით “The Valley Party”, 1990 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვეს და არენის რეკონსტრუქციის პროექტიც დაამტკიცეს.

1992 წელს “ველის” სარემონტო სამუშაოები დასრულდა, მას შემდეგ “ჩარლტონი” მშობლიური მოედანზე თამაშობს. ეს კი, მხოლოდ და მხოლოდ გულშემატკივრების დამსახურებით მოხდა.

1998 წელს “ჩარლტონი” პირველად დაწინაურდა პრემიერ ლიგაში. ლონდონელთა ერთგული ფანები “ველის” ტრიბუნებიდან ადევნებდნენ თვალს, როგორ ამარცხებდა მათი საყვარელი გუდნი “ლივერპულს”, “ვესტ ჰემსა” და სხვა კლუბებს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო