11 X 11
სპორტული პორტალი

რამოსის ერთგულებას პსჟ და იუვენტუსი გამოცდიან

0

სერხიო რამოსს კონტრაქტი “რეალთან” მომავალ ზაფხულს უთავდება. მისი წლიური ხელფასი 11.7 მილიონი ევროა და არაერთხელ უთქვამს, რომ ხელშეკრულების გაგრძელების შეთავაზების შემთხვევაში მზადაა ხელფასი დაიკლოს. ერთია რა თქვა სერხიომ და მეორე რას აპირებენ პსჟ და “იუვენტუსი”. ეს კლუბები მზად არიან რამოსს, თუ ის სამეფო კლუბთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და თავისუფალი აგენტი გახდება, იმაზე ორჯერ მეტ ჯამაგირს გადაუხდიან, ვიდრე ახლა აძლევენ. ასე რომ, სერხიოს “რეალისადმი” ერთგულებას გამოცდა ელის.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო