სომხეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა 0:10 წააგო
ჩვენი მეზობლები, სომხეთის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები გასვლაზე შვედეთს შეხვდა და 0:10 დამარცხდა.
აქამდე სომხეთის ახალგაზრდული გუნდის ყველაზე დიდი სხვაობით მარცხი 0:6 იყო, ამ ანგარიშით მეზობლებს 4-ჯერ წაეგოთ.
შარშან, სომხეთის ეროვნულმა გუნდმა იტალიასთან 1:9 წააგო, ახლა ახალგაზრდულმა შვედებთან 0:10. სომხურ სანაკრებო ფეხბურთს კარგი დრო ნამდვილად არ უდგას…