11 X 11
სპორტული პორტალი

ვლადიმირ ვაისი: მზად ვართ და გამარჯვების იმედი გვაქვს

0

ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის წინ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

“ხვალინდელი მატჩი ჯგუფში პირველი ადგილისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანია. თქვენ ოთხმცველიანი ან სამცველიანი სისტემით შეგიძლიათ ითამაშოთ. ყველაფრისთვის მზად ვართ. ორივე გუნდს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლია.

მიუხედავად დანაკლისისა, ნებისმიერ შემთხვევაში, გამარჯვების იმედი გვაქვს. ტალინში 1:3-ს აგებდით და ფრეს მიაღწიეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ მაღალი კლასის გუნდი გყავთ, შეგიძლიათ ცვლილებები განახორციელოთ, ბევრი პასით თამაშობთ.

ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა ეს დიდი მატჩი მოვიგოთ, ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდეთ და სახლში გამარჯვებულები დავბრუნდეთ”.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო