11 X 11
სპორტული პორტალი

ავად რონალდოა, მკურნალობა დას სჭირდება – კატიამ კრიშტიანო, ფაქტობრივად, იესო ქრისტეს შეადარა

0

ტურინის “იუვენტუსისა” და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდი კრიშტიანო რონალდოს დამ, კატია ავიერუმ, სოციალურ ქსელ ინსტაგრამში ძმის კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ ტექსტი დაწერა და ისეთი გამოუვიდა, მტერს, მტერს!

“თუ კრიშტიანოს სამყაროს გამოფხიზლება მოუწევს, ეს იქნება იმის უტყუარი მტკიცებულება, რომ ის ღმერთმა გამოაგზავნა. მადლობა!

მჯერა, რომ დღეს ჩემსავით ათასობით ადამიანი გაიგეს ამ პანდემიის, ტესტებისა და პრევენციული ზომების შესახებ. ეს ყველაზე დიდი ღალატია, რაც კი ცხოვრებაში მინახავს.

დღეს ერთი გამოთქვა წავიკითხე, რომელსაც ფეხზე ამდგარი ვუკრავ ტაშს: “შეწყვიტეთ მარიონეტებად ყოფნა!” თუ კი ვიღაცებს თვალი აეხილათ, გთხოვთ, წაიკითხოთ,”- დაწერა კატიამ.

მოგეხსენებათ, ცოდვილი სამყაროს გამოსაფხიზლებლად და გონზე მოსაყვანად მამა ღმერთმა დედამიწაზე იესო ქრისტე გამოგზავნა.

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო