11 X 11
სპორტული პორტალი

მესის დედა აგინეს, ვალში არც ლეო დარჩა – არგენტინის მატჩი კონფლიქტით დასრულდა [VIDEO]

0 20, 119

ბოლივიისა და არგენტინის ნაკრები გუნდების შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით (2:1) კი დასრულდა, თუმცა შეხვედრის მთავარი არბიტრის სასტვენის შემდეგ მხარეებს შორის კონფლიქტი მოხდა.

ყველაზე მეტად კაპიტნები – ლეო მესი და მორენო მარტინსი აქტიურობდნენ. ბოლივიელთა კაპიტანმა მატჩის დასრულების შემდეგ თავისიანებს ხმამაღლა მიმართა და 2009 წლის ანგარიში გაახსენა, როცა არგენტინას 6:1 მოუგეს: “არაუშავს ბიჭებო, ხომ გახსოვთ, ამათ 6 გოლი ჩაიდეს…”

ამის შემდეგ საქმეში ბოლივიის ნაკრების არგეტნინელი ფიზმომზადების მწვრთნელი ლუკა ნავა ჩაერთო, რომელის სიტყვებიც კამერამ ვერ დააფიქსირა, თუმცა არგენტინული Ole და Marca წერენ, რომ ნავამ ლეოს დედა შეაგინა და არც მესის პასუხმა დააყოვნა.

“ეგ დედაშენს გაუკეთე, ჯიგარო! საერთოდაც, რა ჯანდაბა გემართება? არეულობას სპეციალურად რატომ იწვევ? ჩემთან არ უნდა მოდიოდე და ჩხუბს არ მიწყებდე.”

ამას ბოლივიის ნაკრების ასისტენტი მწვრთნელი სესარ ფარიასის რეპლიკა მოჰყვა, რომელიც ასევე კამერებმა ვერ დააქსირეს.

შეხვედრის პერუელმა არბიტრმა კონფლიქტში დამნაშავედ მარტინს მორენო მიიჩნია, ხოლო მესის მიმართ არანაირი სადამსჯელო ღონისძიება არ გაუტარებია. თუმცა, რეფერის საბოლოო რეპორტი ჯერ ცნობილი არ არის.

შეხვედრა კი არგენტინელებმა კორეასა და ლაუტაროს გოლებით მოიგეს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო