11 X 11
სპორტული პორტალი

კომანი არ იყიდება

0
მიუნხენის “ბაიერნის” სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა ფრანგი ნახევარმცველის კინგსლი კომანის თაობაზე თქვა, რომ კლუბის ხელმძღვანელობა მას მთლიანად ენდობა, მნიშვნელოვან ფეხბურთელად მიაჩნიათ, რასაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილი გოლიც მოწმობს და არ გაყიდიან. საუბრები იმის თაობაზე, თითქოს კომანის შეძენა “მანჩესტერს” სურდა, საფუძველს მოკლებულია, რადგან მანკუნიანელებს ბავარიელებისათვის ამ საკითხზე არ მიუმართავთ და რომც მიემართათ, ამ წინადადებას არც განვიხილავდითო, წერტილი დაუსვა სალიჰამიჯიჩმა.
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო