ნაპოლის ქულები დააკლეს
სერია A-ს სადისციპლინო კომიტეტმა “ნაპოლის” “იუვენტუსთან” კალენდარულ მატჩზე გამოუცხადებლობის გამო ტექნიკური წაგება (0:3) ჩაუთვალა და დამატებით კიდევ 1 ქულა დააკლო. გეხსომებათ, “ნაპოლი” მესამე ტურის მატჩზე სათამაშოდ ტურინში კამპანიის რეგიონულმა ხელისუფლებამ არ გაუშვა პანდემიის მომიზეზებით, მაშინ როდესაც სერია A-ს ხელმძღვანელობა საამისო მიზეზს ვერ ხედავდა.