11 X 11
სპორტული პორტალი

ოქრიაშვილი საქართველოს ნაკრებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩში ვერ დაეხმარება

0
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მეოთხე ტურის მასპინძელ სტადიონზე 13 ოქტომბერს ივარჯიშა. სკოპიეს ტოდორ პროესკის სახელობის სტადიონზე საწვრთნელი პროცესი ერთი საათი გაგრძელდა. მატჩამდე 24 საათით ადრე ჩვენმა გუნდმა 23 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. სომხეთთან მატჩის შემდეგ ეროვნულ ნაკრებს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა. ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაგეგმილ შეხვედრას თორნიკე ოქრიაშვილი მცირე ტრავმის გამო გამოტოვებს. ყვითელი ბარათების გამო განაცხადში არ იქნება აგრეთვე გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა.

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ:
 

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი),

ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი)

ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებთა საფეხბურთო დაპირისპირება 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 დაიწყება. შეხვედრა გულშემატკივრის გარეშე ჩატარდება. სკოპიეს ტოდორ პროესკის სახელობის სტადიონიდან მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 
GFF.GE
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო