პერუს ბომბა გოლი, ნეიმარის ჰეთ-თრიკი და შემდეგი გაჩერება პელე [VIDEO]
დღეს 14 ოქტომბრის გამთენიისას ბრაზილიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში გასვლაზე პერუს მოუგო.
მატჩში სტუმართა ვარსკვლავმა ნეიმარმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და სალესაოს ფორმით 64 გატანილი გოლი დაუგროვდა. ამ მაჩვენებლით საუკეთესო პელე გახლავთ და 28 წლის ნეიმარს “ფეხბურთის მეფის” რეკორდამდე 13 გოლი აკლია.
ბრაზილიის ნაკრები კი 2 მატჩიდან 2 მოგებით სატურნირო ცხრილში პირველ-მეორე ადგილს არგენტინასთან იყოფს.