სერია A- მ ტელეუფლებების წილი გაყიდა
სერია A შეუთანხმდა კომპანია СVС Capital Partners-ს და ტელეუფლებების მართვის 10%-იან წილს 1.6 მილიარდ ევროდ მიჰყიდის. ამ კომპანიის წარმომადგენლები შევლენ ლიგის საბჭოში ხმის უფლებით. გარკვეული ხნის შემდეგ სერიაA-ს უფლება ექნება ეს წილი ისევ უკან გამოისყიდოს. ამ გარიგებას 15 კლუბი დათანხმდა, დანარჩენმა ხუთმა თავი შეიკავა. СVС Capital Partners-ი 2005 წლიდან 2016-მდე ფორმულა 1-ის ტელეუფლებების მმართველი გახლდათ.