11 X 11
სპორტული პორტალი

სირიამ ბარსა შავ დღეშიაო

0 29

“ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტის ჟოან ლაპორტას ფინანსურმა მარჯვენა ხელმა მარკ სირიამ განაცხადა, რომ “ბარსელონას” ამჟამინდელი დავალიანება სულ 820 მილიონი ევროა, კორონაპანდემიამდე კი 740 მილიონი იყო. კლუბს აღებული აქვს 30-წლიანი, დაბალპროცენტიანი სესხი საინვესტიციო ბანკებიდან ინფრასტრუქტურის გასავითარებლად, მაგრამ ამ თანხას ხშირად არამიზნობრივად ხარჯავენ, განსაკუთრებით ფეხბურთელთა ხელფასებში. სახელფასო ფონდი კი “ბარსელონას” სირიას თქმით, მსოფლიოში ყველაზე დიდი აქვს. ამიტომ, თუ პანდემიის გამო მიმდინარე შემოსავლებმა ვერ უზრუნველყვეს ფეხბურთელთა ხელფასების გაცემა, მაშინ კლუბს შეიძლება გირაოდ ჩადებული ქონების რაღაც ნაწილი ჩამოერთვას.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო