11 X 11
სპორტული პორტალი

სუარესმა მესისა და რონალდოს გაასწრო და სამხრეთ ამერიკაში საუკეთესო გახდა

0
ურუგვაის ნაკრების ფორვარდმა ლუის სუარესმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ეკვადორის წინააღმდეგ 2 პენალტი (84, 90+5 წუთებზე) გაიტანა და ოფიციალურ შეხვედრებში ნაკრების მაისურით 40 გატანილი გოლი დაუგროვდა. ამ მაჩვენებლით ელ პისტოლეტომ ბრაზილიელ რონალდოსა და მეგობარ ლიონელ მესის გადაასწრო. ახლა სამხრეთამერიკელ ფეხბურთელებს შორის ოფიციალურ შეხვედრებში ყველაზე მეტი გოლი სწორედ ლუისიტოს აქვს გატანილი. შეხვედრა კი ურუგვაელებისთვის არც ისე სასიამოვნო გამოდგა და 2:4 დამარცხდნენ.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო