11 X 11
სპორტული პორტალი

ჩრდილოეთ მაკედონიელი მწვრთნელი თბილისში გამარჯვებაში დარწმუნებულია

0 44

სკოპიეს “ვარდარის” მწვრთნელმა ალეკსანდარ ვასოსკიმ “სპორტმედიასთან” ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი შეაფასა:

“წინა მატჩებისგან განსხვავებით, მეტოქის კართან ვერაფერი შევქმენით. ამის მიზეზი ჩემი აზრით, კოსოვოსთან შეხვედრის შემდეგ ფიზიკური გადაღლილობა იყო და ემოციურადაც გადავიწვით. აგრეთვე ბადრი, ელმასი და სპიროვსკი დაგვაკლდნენ.

ამ ფეხბურთელებთან ერთად რა თქმა უნდა, საქართველოს უკეთ გავუმკლავდებით. ნიკოლოვმა აბსოლუტურად სწორად ითამაშა, ცდილობდა, იბრძოდა, მაგრამ დაიღალა. შეტევაში უკეთ თამაში გვმართებს. მეკარეს ასეთი შეცდომის დაშვების უფლება არა აქვს. იმ მომენტში დავრჩით რიცხობრივ უმცირესობაში, როდესაც უპირატესობას ვფლობდით.

მებრძოლი ხასიათი გამოვავლინეთ, რითაც ადრე არ გამოვირჩეოდით. თამაშმა აჩვენა, რომ საქართველო ადვილი მოწინააღმდეგე არ არის, პირიქითაც შეიძლება ითქვას. თბილისში ბრძოლის ქარ-ცეცხლში მოგვიწევს გავლა, მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ და არც ერთი შეცდომა არ უნდა დავუშვათ.

რაც დღეს ვნახე, ძალიან დიდი შანსი გვაქვს. გაცილებით უკეთ უნდა ვითამაშოთ. ამისათვის ყველა ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელი გვჭირდება. იმედი მაქვს, რომ ეს გუნდი, ეს მაკედონია პანდევითა და ყველა მოთამაშითა და მწვრთნელ ანგელოვსკით 12 ნოემბერს გაიმარჯვებს. ამ სიხარულს ჩვენ სამი ათეული წელია ველით”.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო