11 X 11
სპორტული პორტალი

იუვენტუსს ყველა ებრძვის

0

ყოველ შემთხვევაში ასე ფიქრობს ბიანკონერის პრეზიდენტი ანდრეა ანიელი. მისი თქმით, ყველა ელოდება ბიანკონერის ფეხის დაცდენას, იმედოვნებენ რომ გუნდის ახალგაზრდა მთავარი მწვრთნელი ანდრეა პირლო  წნეხს ვერ გაუძლებს, მაგრამ სასტიკად ცდებიან, რადგან კლუბის ხელმძღვანელობას მოსწონს მისი მუშაობის სტილი, მეთოდიკა და ბოლმდე მხარში დაუდგებიან.

ანიელიმ მკაცრად გააკრიტიკა კი არა, დასცინა იტალიის სპორტის მინისტრს ვინჩენცო სპადაფორას, ვინაც ბრძანა, რომ კოვიდინფიცირებულმა კრიშტიანო რონალდომ, რომელიც პორტუგალიიდან იტალიაში დაბრუნდა, მისი აზრით, პანდემიის პორტოკოლი დაარღვია. ანიელიმ სპადაფორას მოუწოდა თუ თვითონ ვერ ერკვევა პანდემიის პროტოკოლში, აიღოს ტელეფონი, დარეკოს ჯანდაცვის ან შინაგან საქმეთა სამინისტროში, გაარკვიოს ეს საკითხი და განცახადებები მერე აკეთოს.

ისე, ცოტა სახალისოა, როდესაც იტალიაში ლამის ყველაზე გავლენიანი ანიელების კლანის წევრი იმაზე ჩივის, მე და ჩემს კლუბს გვჩაგრავენო.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო