11 X 11
სპორტული პორტალი

ქეცბაიას არისტოტელე შეუჩნდა და კვლავ დააჯარიმებს

0 920

“ანორთოსისის” მწვრთნელი თემურ ქეცბაია “აპოლონთან” ნამატჩევს პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა და დააჯარიმეს, “ოლიმპიაკოსთან” შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე მივიდა, თუმცა ექვსჯერ მხოლოდ ორი სიტყვა გაიმეორა – “ყველაფერი წესრიგშია”.

goal.philenews-ის ცნობით, კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კოლეგიის წარმომადგენელმა არისტოტელე ვრიონიდისმა გადაწყვიტა, რომ ყველაფერი წესრიგში ვერაა, რამეთუ ქეცბაიამ ლიგის სადისციპლინო რეგლამენტის რამდენიმე მუხლი დაარღვია და ადრე დაკისრებული 8 ათასი ევროს გარდა კიდევ მოუწევს ჯარიმის გადახდა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო