11 X 11
სპორტული პორტალი

ვლადიმირ ვაისი: პენალტი იყო თუ არა?! რამდენიმე გოლი უნდა გაგვეტანა…

0 205

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

“ამ თამაშის შემდეგ შეუძლებელია ბედნიერი ვიყო. მაკედონია 10 კაცით გვეთამაშებოდა და გოლი გაგვიტანა. იყო თუ არა პენალტი, ამაზე არ ვისაუბრებ. თუმცა ჩვენ რამდენიმე გოლი უნდა შეგვეგდო, საკმაოდ ბევრი მომენტი გვქონდა.

ახლა მოწყენილები ვართ, ვნახოთ 1 თვის შემდეგ რა იქნება. შანსები 50/50-ზეა, სახლში ვთამაშობთ და ვნახოთ რა სიტუაცია იქნება კორონავირუსის მხრივ და დაესწრება თუ არა მატჩს მაყურებელი.

მაკედონიას 3 ფეხბურთელი აკლდა, ჩვენ 6 თუ 7. ჩვენ კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ, ემოციურად ვითმაშეთ, პირველი ტაიმის შუაში ალიოსკის კარგი თამაშის გამო პრობლემები შეგვექმნა. მეორე ნახევარში კი უკეთესები ვიყავით, 3-4 სერიოზული მომენტი გქვონდა, თუმცა მხოლოდ 1 გოლი გავიტანეთ. ეს ჩვენი ბრალია.

პანდევმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის ბრწყინვალე ფეხბურთელია, მხოლოდ შექებას იმსახურებს, როგორ ჩაატარა მთელი მატჩი, როგორ თამაშობს, როგორ ფარავს ბურთს, როგორ მოძრაობს. ის მაკედონიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. 1 თვის შემდეგ ვნახავთ, როგორ შევაჩერებთ მას,”- განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო