11 X 11
სპორტული პორტალი

ხვიჩა კვარაცხელია: 12 ნოემბრის მატჩისთვის მზად ვართ

0 83

ჩრდილოეთ მაკედონიასთან ნამატჩევს (1:1) კომენტარი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა, რომელმაც ულამაზესი გოლი გაიტანა.

“მოხარული ვარ ნაკრებში ჩემი პირველი გოლით, ეს ჩემთვის ოცნების ახდენაა. თუმცა, რა თქმა უნდა, გამარჯვება უკეთესი იქნებოდა. ძალიან დატვირთული ვარ ემოციებით, როდესაც ნაკრებში იტან გოლს, ეს, ალბათ, ყველაზე დიდი სიხარულია.

ყველაფერი წინ არის, 12 ნოემბერს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გველოდება. ვთვლი, რომ მზად ვართ ამ თამაშისთვის და ვფიქრობ, რომ დღესაც შეგვეძლო სამი ქულის მოპოვება”, – ციტირებს კვარაცხელიას სფფ-ის საიტი.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო