11 X 11
სპორტული პორტალი

აი, ასეთი მწამს ჟურნალისტი! [VIDEO]

0 3, 878

კრისტინა პედროჩე დღეს ესპანური ტელეარხების პოპულარული ტელეწამყვანია, რომელმაც კარიერა სპორტული რეპორტიორობით დაიწყო. თავიდან უპირატესად მატჩისშემდგომ კომენტარებს იწერდა, შემდეგ უკვე საფეხბურთო ექსპერტობაც შეითავსა და ბოლოს საავტორო საფეხბურთო გადაცემებიც მიჰყავდა და ახლაც მიჰყავს.

ეშხიანი, ენერგიული ქალიშვილი მიუკერძოებელი არ ყოფილა, არც მალავდა რომ მადრიდული გარეუბნის „რაიო ვალეკანოს“ თავგადაკლული ფანი გახლდათ, რადგან თავადაც იქაურია და ძალიან ახარებდა, როდესაც მისი საყვარელი „რაიო“ საკუთარ, 15-ათასიან „ვალეკასზე“ „რეალსა“ და „ატლეტიკოს“ ქულებს აკარგვინებდა. კრისტინას სამწუხაროდ, „რაიო ვალეკანო“ ახლა სეგუნდაშია გავარდნილი, მაგრამ ამ სეზონში ლა ლიგაში დაბრუნებას გეგმავენ.

კრისტინა სპორტულ ჟურნალისტობას არ დაჯერდა და სწორადაც მოიქცა, რადგან მისი გარეგნობის პატრონმა სამოდელო ბიზნესშიც ადვილად გაიკვალა გზა და მრავალი მოდური გამოცემის გარეკანები დაამშვენა. რაც შეეხება სოციალურ ქსელებს, პედროჩეს ქალს ინსტაგრამზე რამდენიმე მილიონი მიმდევარი ჰყავს და ეს არცაა გასაკვირი იმგვარ სურათებს დებს, რაშიც ახლა თავადაც დარწმუნდებით.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო