11 X 11
სპორტული პორტალი

ჩაკვეტაძე სერკლ ბრიუგესთან მატჩს გამოტოვებს – მოასწრებს ისტორიული შეხვედრისთვის მწყობრში ჩადგომას?

0 26

17 ოქტომბერს, გიორგი ჩაკვეტაძის “გენტი” ბელგიის ჩემპიონატის მეცხრე ტურში სტუმრად “სერკლ ბრიუგეს” შეხვდება, ქართველი ნახევარმცველი კი განაცხადში არ შეიყვანეს.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა უკმაყოფილება ვერ დამალა იმის გამო, რომ ტრავმამოურჩენელი ჩაკვეტაძე “ბეერსხოტთან” ათამაშეს. მან ის ბელგიაში უკან გაუშვა.

სავარაუდოდ, გიორგი ერთ კვირაში დაიწყებს ვარჯიშს და იმედი ვიქონიოთ, რომ 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩისათვის ფორმაში ჩადგომას მოასწრებს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო