11 X 11
სპორტული პორტალი

დიბალას უნდა, ლაუტაროს – არა

0 11

აქ ლაპარაკი “ჩელსიზეა”, რომელმაც გასულ ზაფხულს მილანის “ინტერს” 23 წლის არგენტინელი გარემარბის ლაუტარო მარტინესის მიყიდვა სთხოვა. მოლაპარაკების დაწყებას წინ არაფერი უდგა, მაგრამ ფეხბურთელმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, არაო. მიზეზი ისაა, რომ ლაუტაროს “რეალი” ან “ბარსელონა” ეოცნებება.

რაც შეეხება ლაუტაროს თანამემამულეს, 26 წლის პაოლო დიბალას, ის კარგა ხანია თავისი ჯამაგირით უკმაყოფილოა, “იუვენტუსის” დატოვება  და ინგლისში გადასვლა უნდა. როგორც ამბობენ, “ჩელსი” მზადაა დიბალაში 80 მილიონი ევრო გადაიხადოს. ფეხბურთელი თანახმაა, ბიანკონერის შეფობა კი ფიქრობს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო