11 X 11
სპორტული პორტალი

დრაგოევიჩს ყარაბახში მშვიდობა ნანდომა

0
ერევნის “ალაშკერტის” ჩერნოგორიელმა მეკარემ ანდრია დრაგოევიჩმა ერთა თასზე მისი ქვეყნის ნაკრების მიერ აზერბაიჯანის დამარცხების (2:0) შემდეგ, რომელშიც თავად სატადარიგო იყო, ტვიტერიდან ეს გამარჯვება სომხეთს მიუძღვნა და ამას რაც მოჰყვებოდა, ადვილი წარმოსადგენია. დრაგოევიჩს სოცქსელები ლამის აუფეთქეს, რაც ამ ქვეყნად სალანძრავი სიტყვაა ყველა უწოდეს და არც მუქარა დაკლებია და იძულებული გახდა რაიმე მოემოქმედა. მოგვიანებით კი განმარტასავით, რომ ეს ჩერნოგორიის ნაკრების სახელით არ გაუკეთებია, მხოლოდ  მისი პირადი მილოცვა იყო სომეხი ხალხისადმი, რომელიც მას დიდ პატივს სცემს და ისურვა სამხედრო კონფლიქტი ყარაბახის გამო მალე დასრულდეს და მშვიდობამ დაისადგუროს.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო