11 X 11
სპორტული პორტალი

გამორჩეული მოთამაშეები ფეხბურთის ისტორიიდან, რომლებსაც წითელი ბარათი არასდროს მიუღიათ

1 4, 079

ამ სტატიაში გთავაზობთ 5 გამორჩეულ ფეხბურთელს, რომელსაც კარიერაში წითელი ბარათი არასდროს მიუღია.

მიშელ პლატინი

მიუხედავად ბრძოლისუნარიანობისა, ფეხბურთის ფრანგმა ლეგენდამ 15 წელი ისე ითამაშა, რომ წითელი ბარათი არ მიუღია. თავად მიშელმაც აღიარა, რომ ადრე მსაჯები ფეხბურთელებს ისე არ იცავდნენ, როგორც ახლა. სწორედ ამ ფაქტორმა ითამაშა მთავარი როლი და პლატინიც წყლიდან მშრალი ამოვიდა. ცენტრფორვარდის პოზიციაზე მოთამაშე მიშელი თამაშის წესებს ხშირად არღვევდა, თუმცა მკაცრად არასდროს დასჯილა.

რაული

ესპანელი, რომელიც მადრიდის “რეალის” ლეგენდად სამართლიანად ითვლება პროფესიულ კარიერაში 21 წელი ისე გაატარა, რომ ერთი წითელი ბარათიც არ მიუღია. ყვითელი ბარათის მიღების შემდეგ რაული მშვიდდებოდა და გუნდისთვის არასდროს უღალატია. მადრიდში გატარებული 16 წლის შემდეგაც არ უღალატია საკუთარი პრინციპებისთვის, რაული მოედნიდან არც “შალკესა” და “ნიუ იორკ კოსმოსში” თამაშის დროს გაუძევებიათ.

ანდრეს ინიესტა

გენიალური ესპანელი იმ საფეხბურთო ინტელიგენციის რიგებში შედის, რომელმაც გულშემატკივართა უდიდესი ნაწილის პატივისცემა დაიმსახურა. მეტოქეები, როგორც წესი, მის წინააღმდეგ უფრო ხშირად ჯარიმდებოდნენ, ვიდრე თავად. 850 შეხვედრა ჩაატარა და მოედნიდან არასდროს გაუძევებიათ.

რაიან გიგზი

მართალია, რძალთან რომანი კი გააბა, თუმცა კარიერაში 963 მატჩი ისე ჩაატარა, რომ არცერთი წითელი ბარათი არ მიუღია. ის არასდროს გამოირჩეოდა ხისტი თამაშით და ფერგიუსონი ამას ხაზს მუდმივად უსვამდა. აღსანიშნავი ის არის, რომ მსოფლიოს ერთერთ ყველაზე უხეშ ლიგაში ამდენი წელი გაატარა და მოედნიდან არასდროს გაუძევებიათ.

კარიმ ბენზემა

კარიმი, სერხიო რამოსთან ერთად ამჟამინდელი მადრიდის რეალის ნადმვილი ლიდერია, თუმცა თანაგუნდელისაგან ერთი მონაცემით აშკარად განსხვავდება. მიუხედავად ფრანგის მიმათ არსებული უკმაყოფილებისა, ბენზემა გუნდისთვის ყველაფერს აკეთებს და არც შავი სამუშაოს შესრულებაზე ამბობს უარს. ემოციურობის მიუხედავად, კარიმს სულელური საქციელის ჩადენის უფლება საკუთარი თავისთვის არასდროს მიუცია. არა თუ წითელი ბარათი, ბენზემას კარიერაში მხოლოდ 12 ყვითელი ბარათი აქვს მიღებული, ნახევარი კი ლა ლიგაში ჩატარებულ 353 მატჩზე მოდის.

სხვა სიახლეები
1 კომენტარი
  1. ვასო ამბობს

    ფილიპ ლამი გამოგრჩათ

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო