11 X 11
სპორტული პორტალი

კრიშტიანო გააბრაზეს და პასუხიც მიიღეს

0 24

ქვეყნად ისეთ ხალხს რა გამოლევს, რომლებიც მათი საქმეა თუ არა, მაინც ყველაფერზე აზრი, უმეტესწილად უაზრო, უნდა გამოთქვან და განსაკუთრებით ვინმე ცნობილი პიროვნების ლანძღვას მიჰყავთ ორგაზმამდე. ასე მოხდა კრიშტიანო რონალდოს შემთხვევაში, რომელსაც კოვიდ-19 აღმოაჩნდა პორტუგალიაში, იზოლაციაში გადავიდა, ხოლო როდესაც სანაკრებო დღეები დასრულდა, ტურინში დაბრუნდა და საკუთარ სახლში იმყოფება.

არადა, ატყდა ერთი ამბავი, სავალდებულო პროტოკოლი დაარღვია, საკუთარ ოჯახსაც ხიფათს უქმნის და უნდა დაისაჯოსო. გაბრაზებულმა კრიშტიმ კი ყველას შეუძახა: არა მგონია ამ ხალხს ჩემი ოჯახი ჩემზე მეტად უყვარდეთ. მე სახლის სხვა სართულზე ვიმყოფები და ოჯახის წევრებთან შეხება საერთოდ არ მაქვს. აივანზე ხშირად გამოვდივარ და ვირუჯები, რათა დრო მოვკლა. რაც შეეხება პროტოკოლს, არაფერიც არ დამირღვევია. პორტუგალიაში, ნაკრებში ყველაფერს ზუსტად ვიცავდით, შემდეგ კი იტალიაში წამოვედი. წამოვედი სპეციალური სასწრაფო დახმარების მანქანით. ტურინში არავისთან შეხება არ მქონია, ავედი იზოლირებულად ჩემი სახლის ერთ სართულზე და აქ ვიმყოფები. ასე რომ, ტყუილად ნურავინ გაირჯება ჩემს დასადანაშაულებლად”.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო