კურტუასთვის ტერ შტეგენი ყველაზე ძლიერია
მადრიდის „რეალის“ ბელგიელ მეკარეს ტიბო კურტუას მიაჩნია, რომ მისი „ბარსელონელი“ კოლეგა მარკ-ანდრე ტერ შტეგენი მსოფლიოში ყველაზე ძლიერია ფეხით თამაშში. ტიბოს აზრით, ტერ შტეგენი ფაქტობრივად თავისი გუნდის შეტევებს იწყებს და ზოგჯერ მის მიმართულებასაც კი განსაზღვრავს.