11 X 11
სპორტული პორტალი

მაინც ჩე გევარას თანამემამულეა

0

სიმართლე გითხრათ, აქამდე ლიონელ მესის მოსაზრებანი პოლიტიკურ ან სოციალურ საკითხებზე არსად გვინახავს. რა თქმა უნდა, ლეოს საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ გაგვიგია და გვიწერია კიდეც, მაგრამ ამჯერად ამ დიდმა ფეხბურთელმა ჟურნალ La Garganta Poderosa-სთვის მიცემულ ინტერვიუში თავისი მოსაზრებანი გაგვიზიარა მსოფლიოში შექმნილ მდგომარეობაზე, პანდემიისგან გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისზე, მოსახლეობის პირველადი მოხმარების საგნებით, მედიკამენტებით და საბაზისო კვების პრუდუქტებით უწყვეტად მომარაგებაზე. ასევე განათლების პრობლემებზე და მსოფლიო საზოგადოებრივობის უმთავრეს გამოწვევად სოციალური უთანასწორობის რაც შეიძლება მალე გამოსწორება მიიჩნია.

კარგია, როდესაც მარადონასა და მესის მსგავსი მულტიმილიონერები სოციალურ თანასწორობაზე მხოლოდ ლაპარაკობენ და ჩე გევარას მსგავსად ავტომატებით არ დარბიან ჯუნგლებში.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო