მარსელი ლოზანაში ჩივის
გასულ ივნისში უეფამ “მარსელი” ფინანსური ფეირ-პლეის დარღვევისათვის დასაჯა – 3 მილიონი ევრო ჯარიმად დააკისრა და ორი სეზონის მანძილზე ევროთასებზე მონაწილეობისათვის განკუთვნილი თანხის 15%-იც დაექვითება.
კლუბს პრეზიდენტი ჟაკ-ანრი ეირო უეფას ვერდიქტს კატეგორიულად არ ეთანხმება და ლოზანას სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში აპელაციის შეტანას აპირებს.