11 X 11
სპორტული პორტალი

მბაპეური ამბები

0 8

21 წლის ფრანგ თავდამსხმელს კილიან მბაპეს პსჟ-სთან 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს მოქმედი ხელშეკრულება. კლუბმა მას უკვე შესთავაზა მისი 5 წლით გახანგრძლივება წელიწადში მარტო ხელფასად 30 მილიონი ევროთი. ფეხბურთელმა ეს წინადადება კატეგორიულად უარყო.

როგორც ცნობილია, მას “რეალი” ეპატიჟება და კილიანსაც გული იქითკენ მიუწევს. ამ ტრანსფერით მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანთან ერთად კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესიც ძალიანაა დაინტერესებული.

ახლა კი ცნობილი გახდა, რომ მბაპეს გარემოცვას  “ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატი ვიქტორ ფონტი დაუკავშირდა და მეტად ხელსაყრელი პირობები შესთავაზა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო