11 X 11
სპორტული პორტალი

მაურინიომ ვენგერს წაკბინა

0

“არსენალის” ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ახლა ფიფას ფუნქციონერის არსენ ვენგერის ავტობიოგრაფიულ წიგნში, რომლიდან ზოგიერთი საინტერესო ადგილი წინა დღეებში შემოგთავაზეთ, საერთოდ არ არის ნახსენები მისი პორტუგალიელი კოლეგის ჟოზე მაურინიოს სახელი, რომელიც იმ პერიოდში, როდესაც ვენგერი “კანონირებს” ეგდა სათავეში, “ჩელსის” და “მანჩესტერს” წვრთნიდა. ამ ორ სპეციალისტს მუდამ კონფლიქტი ჰქონდათ, ხოლო ერთხელ ლამის მუშტი-კრივი გამართეს.

ამას ენამწარე მაუ კომენტარის გარეშე როგორ დატოვებდა და აი, ისიც: ჩემი არმოხსენიება გასაკვირი არც არის. აბა, რატომ გესიამოვნება, როდესაც ვინმეს გუნდებს 14-ჯერ ეთამაშე და ერთხელაც ვერ მოუგე. ასეთი წიგნები ხომ იმისთვის იწერება, რომ თავი საკუთარ გამორჩეულობაში დააჯერო და ამით იამაყო.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო