11 X 11
სპორტული პორტალი

შესაძლოა, უეფამ რუსეთსა და აზერბაიჯანს ევრო2020-ის მასპინძლობის უფლება ჩამოართვას

0 456

ბრიტანული გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, შესაძლოა, ევრო 2020-ის ფორმატი შეიცვალოს და მასპინძელი ქვეყნებიდან რუსეთი და აზერბაჯანი ამოვარდეს.

კორონავირუსის პანდემიის გამო უეფა ქალაქთა რაოდენობის შემცირებას გეგმავს. უარეს შემთხვევაში კი, ჩემპიონატი ერთ ქვეყანაში ჩატარდება და ტურნირს 4 სტადიონი უმასპინძლებს. ამ გზით ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია გადაადგილებების შემცირებას გეგმავს.

პირველი ორი ქალაქი, რომელთა ამოგდების ალბათობა ყველაზე დიდია სანკტ პეტერბურგი და ბაქო გახლავთ. სანკ პეტერბურგი იმიტომ, რომ ყველაზე შორსაა, ხოლო ბაქოს შემთხვევაში სომხეთთან არსებული კონფლიქტი ქმნის პრობლემებს.

მოგეხსენებათ, ევრო2020 კორონავირუსის პანდემიის გამო 2021 წელს ჩატარდება, თუმცა უეფამ შეჯიბრებას სახელი არ შეუცვალა. გეგმის მიხედვით ტურინირისთვის ამ 12 ქალაქს უნდა ემასპინძლა: სანკ პეტერბურგი, ბაქო, ლონდონი, მიუნხენი, რომი, ბუქარესტი, კოპენჰაგენი, ამსტერდამი, ბილბაო, გლაზგო, ბუდაპეში და დუბლინი.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო