11 X 11
სპორტული პორტალი

საბალეტამ ბუცები ლურსმანზე ჩამოაკონწიალა

0
ვეტერანი არგენტინელი მცველი პაბლო საბალეტა დამსახურებულ პენსიაზე გავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალური ქსელით გაავრცელა: “თვრამეტწლიანწლიანი კარიერის შემდეგ ფეხბურთელის კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მივიღე. ამ შესანიშნავი წლების მანძილზე უნიკალური და დაუვიწყარი მომენტებით დავტკბი. ყველასი მადლობელი ვარ, ვინც ეს გზა ჩემთან ერთად გამოიარა: კლუბები, თანგუნდელები, მწვრთნელები, რა თქმა უნდა, ოჯახი და ყველა მეგობარი. ემოციებით ვარ აღსავსე. წრფელი გულით ყველას დიდი მადლობა”. საბალეტა “სან ლორენსოში”, “ესპანიოლში”, “მანჩესტერ სიტისა” და “ვეს ჰემში” თამაშობდა, არგენტინის ნაკრებში კი 58 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო