11 X 11
სპორტული პორტალი

ბარსელონას ფეხბურთელები აჯანყდნენ

0 5, 081

„ბარსელონას“ ფეხბურთელებმა კლუბის პრეზიდენტს ჟოსეპ მარია ბარტომეუს წერილი გაუგზავნეს, სადაც უკმაყოფილებას გამოთქვამენ მათთვის ხელფასების დაკლების თაობაზე წარმართული მოლაპარაკების გამო.

ინფორმაცია ამ მოლაპარაკების დაწყების თაობაზე გუნდს ელფოსტით მაშინ გაეგზავნა, როდესაც მათი უმრავლესობა თავიანთი ქვეყნის ნაკრებებში იყვნენ. ფეხბურთელებს მიაჩნიათ, რომ ეს წერილი ყველას პირადად უნდა მიეღო.

მათ მიუღებლად მიაჩნიათ, რომ გუნდიდან მომლაპარაკებლად მხოლოდ ერთი ფეხბურთელი უნდა იქნას წარდგენილი და მოითხოვენ 3-5 მაინც  იყოს იქ ჩართული.

ფეხბურთელები არასწორ ნაბიჯად მიიჩნევენ მათთვის ხელფასების დაკლებას მაშინ, როდესაც კლუბმა ბოლო დროს სხვა მიზნებისათვის უამრავი თანხა დახარჯა.

ერთი სიტყვით, ფეხბურთელებს სულაც არ სურთ კლუბის ბოსების არასწორი საფინანსო პოლიტიკის გამო, მათ საბანკო ანგარიშებს გათვალისწინებული თანხები აღარ შეემატოს.

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ კომპრომისი ძნელად წარმოსადგენია.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო