11 X 11
სპორტული პორტალი

ცსკა-ს სენსაციური მარცხი ალბასთან – შენგელია თავის გუნდს 9 ქულით შეეწია

0 6

თორნიკე შენგელიას ცსკა ევროლიგის მეოთხე ტურში მოსკოვში 88:93 დამარცხდა ერთ-ერთ აუტსაიდერ ბერლინის “ალბასთან”.

შენგელიამ 28:02 წუთში 9 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება მიითვალა, 3-ჯერ დაკარგა ბურთი, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 15 იყო. მან 4-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

მოსკოვური გუნდი 2 მოგებით მე-10 ადგილზეა და 22 ოქტომბერს ბელგრადში ცრვენა ზვეზდას” დაუპირისპირდება.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო