11 X 11
სპორტული პორტალი

კვიპროსული მედია: ქეცბაიამ ჟურნალისტები ისევ არად ჩააგდო – თანამემამულეები კი დაასვენა

0

კვიპროსის ჩემპიონატზე “ანორთოსისი” ადვილად გაუსწორდა “სალამინას” (4:1), მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ კი საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებული თანამემამულეები დაასვენა. მან თორნიკე ოქრიაშვილი განაცხადში არ შეიყვანა, ბუბა დაუშვილი სათადარიგოთა შორის დატოვა, გიორგი ქვილითაია 56-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე და მხოლოდ მეკარე გიორგი ლორია ათამაშა შეუცვლელად.

ამ გამარჯვებით “ანორთოსისი” ლიდერ “აპოლონს” დაეწია.

კვიპროსული ჟურნალისტები ქართველმა სპეციალისტმა ისევ სახტად დატოვა. ორჯერ ის ნამატჩევს  პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა, შემდეგ მივიდა და ოდენ ორი სიტყვა თქვა: “ყველაფერი წესრიგშია”, ხოლო ამჯერად ნაკლებად სიტყვაძუნწი გახლდათ. “ძალიან კარგი. ჩვენ განვიხილავთ”, – ციტირებს თემურს 24sports-ი. მოკლედ, პროგრესი სახეზეა.

ის სამჯერ სოლიდური თანხით უკვე დააჯარიმეს და ვნახოთ, ამჯერად თუ გადაურჩება სასჯელს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო