11 X 11
სპორტული პორტალი

კადისმა რეალი შეარცხვინა[VIDEO]

0

რეალი-კადისი 0:1

გოლები: ლოზანო, 28.

მიუხედავად იმისა, რომ ლა ლიგაში დაბრუნებულმა „კადისმა“ საკმაოდ კარგი სტარტი აიღო, საკუთარ „ალფრედო დი სტეფანოზე“ „რეალი“ უპირობო ფავორიტი გახლდათ, მით უფრო, რომ ზიდანმა ოპტიმალურს მიახლოვებული შემადგენლობა დააყენა, მაგრამ ამ დღეს სამეფო გუნდი, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, საკუთარ თავს არ ჰგავდა, მოედნის ცენტრსა და უკანა ხაზში საოცრად შეუთანხმებლად თამაშობდა და ამას სტუმრები კარგადაც იყენებდნენ. გოლიც ამ ფაქტორის გამოყენებით გაიტანეს და ტაიმი ისე ჩაათავეს, რომ მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს.

შესვენებისას ზიდანმა ლუკას ვასკესი, მოდრიჩი და ისკო შესაბამისად ასენსიოთი, კაზემიროთი და ვალვერდეთი შეცვალა, ხოლო სერხიო რამოსი და კადისელი ანტონიო ლოსანო ერთმანეთან შეჯახების შემდეგ ისე დაშავდნენ, რომ მეორე ნახევარში ექიმებმა მოედანზე აღარ გაუშვეს.

მიუხედავად ამ ცვლილებებისა მასპინძელთა თმაშში დიდი არაფერი შეცვლილა, ბურთი კი ეჭირათ, საჯარიმო მოედანსაც ხშირად უახლოვდებოდნენ, მაგრამ კარში თითქმის ვერ ურტყამდნენ. ასე იჯახირეს მასპინძლებმა და ანდალუსიელებს სულაც არ გასჭირვებიათ ისტორიული გამარჯვება მოეპოვებინათ.

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო