კასანო სერია A-ში საუკეთესოდ ზლატანს თვლის
„მადონინას“ წინ ორივე მილანურ გუნდში ნათამაშებმა ანტონიო კასანომ როგორც ყოველთვის არაორდინალური განცხადება გააკეთა და შემდეგი ბრძანა: დღეს იტალიის ჩემპიონატში ყველაზე მაგარი ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩია, რომელიც 39 წლის ასაკშიც ყველას ჩაგრავს არა მარტო ტექნიკით , არამედ საფეხბურთო ინტელექტითაც. მიმაჩნია, რომ ჩემს მახსოვრობაში სერია A-ში ვისაც კი უთამაშია ზლატანი მესამეა ფენომენი რონალდოსა და ვან ბასტენის შემდეგ“.
საინტერესოა, მოჰყვება ამას კრიშტიანო რონალდოს კომენტარი თუ არა, რომელიც ამგვარ „რეიტინგებს“ მტკივნეულად განიცდის.