11 X 11
სპორტული პორტალი

მადონინა როსონერისაა [VIDEO]

0

ინტერი-მილანი 1:2

გოლები: იბრაჰიმოვიჩი, 13; 16 (0:2); ლუკაკუ, 28 (1:2).

პირველი მილანური დერბი, იგივე მადონინა, იტალიის ჩემპიონატის მეოთხე ტურში მოუწია, მაშინ როდესაც როსონერი ქულადაუკარგავად ლიდერობდა, ხოლო ნერიაძური ამ შეხვედრის მოგების შემთხვევაში მოძულე თანაქალაქელებს ერთი ქულით გადაასწრებდა.

პირობითი მასპინძელისათვის მატჩი ძალიან ცუდად დაიწყო. ჯერ იყო და იბრაჰიმოვიჩის წაქცევისათვის დანიშნული პენალტი ჰანდანოვიჩმა კი მოიგერია, მაგრამ ბურთთან პირველი ისევ ზლატანი გაჩნდა დაამატა და ანგარიში გახსნა. ორიოდე წუთში უბერებელმა შვედმა დუბლი შეასრულა. მეთექვსმეტე წუთისათვის ეს სოლიდური უპირატესობა გახლდათ. „ინტერმა“ მოახერხა და სხვაობა პირველივე ტაიმში მოახერხა პერიშიჩი-ლუკაკუს ორსვლიანი კომბინაციით, ხოლო მეორეში საგრძნობ სათამაშო უპირატესობას დაეუფლა, რამდენიმეჯერ ახლოსაც იყო ანგარიშის გათანაბრებასთან, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და დამარცხებას შეეგუა.

ამ მოგებით კი „მილანი“ წარმატებულ, ქულადაუკარგავ სვლას განაგრძობს.

 

 

 

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო