საქართველოს ნაკრების ფორვარდმა დუბლი შეასრულა – თანაგუნდელებმა არც კი მიულოცეს [VIDEO]
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ელგუჯა ლობჯანიძემ ყაზახეთის პრემიერ ლიგაში “თარაზის” წინააღმდეგ სტუმრად გამათულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა.
“კაისარის” ქართველ თავდამსხმელს ყაზახეთის ლიგაში 6 გატანილი გოლი მოუგროვდა და ბომბარდირთა სიაში მხოლოდ 1 გოლით ჩამორჩება პირველ ადგილზე მყოფ ჟოაუ პაულუს.
აღსანიშნავი კიდევ ერთი ფაქტია, პირველი გატანილი გოლი ელგუჯას არცერთმა თანაგუნდელმა არ მიულოცა, დუბლის შემდეგ კი ქართველთა მხოლოდ 2 გუნდელი მივიდა… რა უნდა თქვა?!…