11 X 11
სპორტული პორტალი

სუარესი ჩინელებს მისდგა

0

მილანის “ინტერის” მართლაც ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ლუის სუარესმა მკაცრად გააკრიტიკა ნერიაძურის ახლანდელი მფლობელები, მათ ფეხბურთის უცოდინარები და ფულზე დახარბებული ხალხი უწოდა.

“ჩვენი კლუბის ახლანდელი შეფი ჩინელებიდან არავის ვიცნობ, მხოლოდ იმ ხალხთან მაქვს ურთიერთობა, ვინც იქ დიდი ხანია მუშაობს. მე ნერიაძურიში მარტო 9 წელიწადი კი არ ვთამაშობდი, შემდეგ მთელი 15 წელი მასიმოსთან, ანჯელო მორატის შვილთან ვმუშაობდი. სწორედ ანჯელოს მონდომებით გადმოვედი “ინტერში” და საკუთარი ხუთი თითივით ვიცი, რა და როგორ იყო კლუბის მმართველობაში. ახლანდელ შეფებს სულ არ აინტერესებთ “ინტერი” ისევ დიდი კლუბი გახდეს, მათთვის მთავარია ფული და სხვა არაფერი. საფეხბურთო კულტურის ნატამალიც არ გააჩნიათ, არც ნერიაძურის ისტორიაა მაგათთვის რაიმე ღირებულების მქონე. კლუბის ბაზას სახელი შეუცვალეს და სუნინგი თუ რაღაც დაარქვეს და მორატების სახელის ხსენებაც კი აღარსადაა”, – ჩივის მოხუცი სუარესი.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო