11 X 11
სპორტული პორტალი

რონალდო ამპარტავანი და მატყუარაა – იტალიის სპორტის მინისტრმა კრიშტიანო გააკრიტიკა

0
იტალიის სპორტის მინისტრმა ვინჩენცო სპადაფორამ მკაცრად გააკრიტიკა ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდი კრიშტიანო რონალდო და მას მატყუარა უწოდა.
“ცნობადობა და ტალანტი ზოგზოგიერთ ფეხბურთელს ამპარტავნად და მატყაუარად არ უნდა აქცევდეს, მათ ხელისუფლებათა გადაწყვეტილებებს პატივი უნდა სცენ. რაც მეტი იცი, პასუხისმგებლობა მით მეტად უნდა იგრძნო და სანამ რამეს იტყვი, ჯობს საზოგადოებას კარგი მაგალითი აჩვენო.
არ მაქვს სურვილი ამ თემაზე უსასრულოდ საუბრისა. გაქცეული ფეხბურთელების შესახებ ვადასტურებ იმ სიტყვებს, რაც გუშინ ვთქვი, რომელიც კლუბის მიერ მოცემულ ინფორმაციაზე იყო დაფუძნებული.
შიდა საქმეებში არ ჩავერევი. მათ გამოჯანმრთელებასა და ნორმალურ ცხოვრებაში მალე დაბრუნებას ვუსურვებ,”- განაცხადა სპადაფორამ.

 

მოგეხსენებათ, კრიშტიანო რონალდომ პროტოკოლი დაარღვია და ეროვნულ გუნდში გაემგზავრა. იქ კორონავირუსი შეეყარა და უკან, ტურინში დაბრუნდა.

 

წყარო: Football Italia

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო