კაშიასა და ყაზაიშვილის ექსგუნდელი მაკედონიის ნაკრებში – მეტოქე თბილისური მატჩის წინ ძლიერდება
ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, “ლოს ანჯელესის” ცენტრფორმვარდმა დანი მუსოვსკიმ თანხმობა განაცხადა მათი ქვეყნის ნაკრები გუნდის შემადგენლობაში თამაშზე.
24 წლის მუსოვსკი აშშ-შია დაბადებული და პროფესიონალური კარიერა 2018 წელს ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას “სან ხოსე ერსქვეიქსში” დაიწყო, როცა კალიფორნიელებმა დრაფტზე 30-ე ნომრად აიყვანეს.
თუმცა, მუსოვსკის ქართველებთან ერთად დიდი დრო არ გაუტარებია, სან ხოსეს რიგებში არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია ისე გაანათხოვრეს ერსქვეიქსის ფარმ კლუბ “რენო 1868-ში”.
მიმდინარე სეზონის დასაწყისში მუსოვსკიმ კონტრაქტი “ლოს ანჯელესთან” გააფრომა, MLS-ში 14 მატჩი გამართა და 4 გოლი გაიტანა.