11 X 11
სპორტული პორტალი

ჯიჯი ბუფონის 650!

0 5

სერია A-ში ყველაზე მეტი მატჩი (649) ლეგენდარულ მეკარეს ჯიჯი ბუფონს აქვს ჩატარებული, რომელიც ახლა, ამ წუთებში “იუვენტუსის” კარს “კროტონესთან” გასვლით შეხვედრაში იცავს და ეს მისი, ასე ვთქვათ, საიუბილეო 650-ე მატჩია. ჯიჯის პაოლო მალდინი (647) და ფრანჩესკო ტოტი (619) მიჰყვებიან კვალში, მაგრამ ვეღარასოდეს დაეწევიან, რადგან კარიერა დაასრულეს.

აწ უკვე 42 წლის ბუფონს დებიუტი იტალიის უმაღლეს ლიგაში 1995 წელს ჰქონდა და “იუვეს” ფეხბურთელებიდან შვიდი, რომლებიც ახლა მის მხარდამხარ თამაშობენ, მაშინ დაბადებულნიც კი არ იყვნენ.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო