11 X 11
სპორტული პორტალი

ყველაზე დაუნდობელი ფეხბურთელების 11-ეული

MUNICH, GERMANY - SEPTEMBER 17: Oliver Kahn, Captain of Bayern during the UEFA Champions League match between FC Bayern Munich and Glasgow Celtic September 17, 2003 at The Olympic Stadium in Munich, Germany. (Photo by Stuart Franklin/Getty Images)
5 11, 973

ამ სტატიაში წარმოგიდენთ 11 ყველაზე დაუნდობელ ფეხბურთელს პოზიციების მიხედვით.

1. ოლივერ კანი – როგორი გიჟი იყო კანი, ყველას კარგად ახსოვს, თუმცა ამ გიჟობის უმაღლესი მწვერვალი “ფრაიბურგთან” თამაშში ვნახეთ, როცა მეტოქე გუნდის ფანმა ოლივერს გოლფის ბურთით თავი გაუტეხა. სახეზე სისხლი ჩამოდიოდა, ყბა ჩამოუვარდა, მეკარე მხეცურ ხმებს გამოსცემდა – ადამიანზე მეტად მსხვერპლის მოსაკლავად გაქცეულ როტველერს ჰგავდა. გაცეცხლებული მეკარის შეჩება მხოლოდ ული ჰიონესმა მოახერხა და პოტენციური დანაშაული აარიდა თავიდან .

2. პაოლო მონტერო – მუდმივად მეტოქე ფეხბურთელების პროვოცირებას ცდილობდა და ეს ხშირად ბარათებით მთავრდებოდა. უხეში ვარდნები, ძალისხმიერი შეჯახებები, ხისტი თამაში – პაოლოს ფეხბურთის ძირითადი მეთოდები იყო.

3. ანდონი გოიკოეჩეა – 1983 წელს მცველმა საშინელი ვარდნით დიეგო მარადონას ფეხი მოტეხა, არგენტინელს კი ნახევარ წელზე მეტი გაუცდა. ბუცს კი, რომლითაც მარადონას ტრავმა მიაყენა, სახლში, სარკესთან ინახავს, როგორც მთავარი ექსპონატს. თუმცა, ბასკი მარადონაზე არ შეჩერებულა – ბერნდ შუსტერს მარჯვენა მუხლის ტრავმაც მიაყენა. ერთ ეპიზოდში კი უგო სანჩესის შეტევა თმებში მოქაჩვით შეაჩერა.

4. იააპ სტამი – ევრო 2000-ის ერთერთი ცნობილი მომენტი მისი და იან კოლერის შეჯახებაა. ჩეხმა გიგანტმა ნიდერლანდელ მცველს თავი გაუტეხა, სტამს წარბიდან სისხლი სდიოდა, თუმცა თამაშში მაინც დაბრუნდა.

5. კევინ მუსკატი – ყველა დროის ერთერთი ყველაზე უხეში და დაუნდობელი მცველი. მის წინააღდეგ თამაშისას ძალიან ბევრი ვარსკვლავი დაშავებულა.

6. როი კინი – უფროს ჰოლანდთან ორთაბრძოლისას ისეთი ტრავმა მიიღო, რომ ფეხზე ვერ დგებოდა, ნორვეგიელმა კი ჩათვალა, რომ “მანჩესტერის” ფეხბურთელი სიმულირებდა და დასცინა კიდეც. 4 წლის შემდეგ როი კინმა ვალი დაბრუნა – ზედ შიპებზე წამოაგო ჰოლანდი და კარიერაც დაუმთავრა.

7. ვინი ჯონსი – “უიმბლდონში” თამაშისას მსოფლიოს ერთერთი ყველაზე უხეში და საშიში ფეხბურელი გახლდათ. ქართველ გუშემატკივარს კარგად ახსოვს მისი წითელი ბარათი გიორგი ქინქლაძის წინააღმდეგ თამაშის წესების დარღვევის გამო.

8. შტეფან ეფენბერგი – საკუთარ წიგნს ეფენბერგმა ეპატაჟური სახელი დაარქვა: “ყველას ვუჩვენე!” დაუნდობელი და უდრეკი ხასიათით, მხოლოდ ბუნდესლიგაში 7 წითელი ბარათი აქვს მიღებული.

9. ჯენარო გატუზო – ძალიან ადვილად შეეძლო საკუთარ მწვრთნელთანაც კი ჩხუბი შუა თამაშისას დაეწყო – ეს ისტორია კარლო ანჩელოტისა და მასიმილიანო ალეგრის კარგად ემახსოვრებათ. ასევე, ძალიან ცნობილი სცენა იყო “ტოტენჰემთან” გამართული მატჩის დროს როგორ სწვდა ყელში ლონდონელთა მწვრთნელს.

10. ერიკ კანტონა – 25 წლის წინ “კრისტალ პალასთან” გასვლით შეხვედრაში კანტონამ ფეხი დაუფარავად ჩაარტყა შოუს. ეს ყველაფერი გვერდითმა მსაჯმა დაინახა. ერიკი გააძევეს, თუმცა მოედნის დატოვებამდე თავს გულშემატკივარს დაესხა, რომელიც არ ისე სასიამოვნო სიტყვებით მოიხსეინებდა მას. კანტონა “კრისტალ პალასის” ფანს ფეხებით შედგა, წაიქცა, წამოდგა და მისი ცემა მუშტებით განაგრძო.

11. ზლატან იბრაჰიმოვიჩი – ალბათ, მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ქედმაღალი ფეხბურთელი სწორედ ის არის. მუდმივად ცდილობს მოწინააღმდეგეების დამცირებას, შეუძლია ყოველგვარი თავხედობა ჩაიდინოს. ძალიან თავმდაბალი წიგნი დაწერა, რომელსაც “მე – ზლატანი” დაარქვა.”

არის ვინმე, ვისაც ამ სიას დაამატებდით?!

სხვა სიახლეები
5 კომენტარი
  1. Geno genada ამბობს

    Pepe

  2. ანონიმური ამბობს

    ნაიჯელ დე იონგი… ხაბი ალონსო კინაღამ მოკლა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში…

    https://m.youtube.com/watch?v=CexJn5kg-90

  3. ანონიმური ამბობს

    Nabozar pepes davamatebdi

  4. edemi1 ამბობს

    serjio-ramosi

  5. nik ამბობს

    Edgar davidsi

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო