11 X 11
სპორტული პორტალი

ახლა ილაპარაკებენ, პენალტის დარტყმა არ იცისო

0
„ნიუკასლთან“ მატჩში „მანჩესტერის“ პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ბრუნო ფერნანდეშმა პენალტი ვერ გაიტანა. არადა, აქამდე მის გუნდს ხშირად უნიშნავდნენ 11-მეტრიანებს და ბრუნოსაც ყველა გაჰქონდა. ამის შესახებ „ტოტენჰემის“ თავკაცმა ჟოზე მაურინიომ მწარედ იხუმრა, თუ ასე გაგრძელდა ბრუნო ფერნანდეში პრემიერლიგის ბომბარდირი მარტო პენალტების წყალობით გახდებაო. ახლა კი ბრუნომ „ხურდა დააბრუნა“ და თქვა, რომ აწი იმას იტყვიან, რომ მე პენალტის დარტყმა არ ვიციო.
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო