11 X 11
სპორტული პორტალი

დელ ბოსკე გაგვიჟურნალისტეს

Madrid, 15-10-20.-Iker Casillas con Vicente del Bosque. Foto: Raul Cancio
0

მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მცველი და შემდეგ უფრო წარმატებული მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე გაგვიჟურნალისტეს. წელს ესპანეთის ნაკრებს არსებობის საუკუნოვანი იუბილე აქვს. 1920 წლის 28 აგვისტოს ანტვერპენში ოლიმპიური თამაშების ეგიდით ესპანეთის ნაკრებმა თავისი პირველი ოფიციალური მატჩი გამართა დანიის ნაკრებთან და 1:0 გაიმარჯვა.

ამ თარიღთან დაკავშირებით გამოცემა “ელ პაისმა” გადაწყვიტა გააკეთოს ინტერვიუების ციკლი ესპანური ფეხბურთის ლეგენდებთან და ეს საქმე დამხმარე მედიელებთან ერთად დონ ვისენტე დელ ბოსკეს ჩააბარეს.  მან უკვე ჩაწერა დიდი ინტერვიუ ესპანეთის ნაკრების ლეგენდარულ მეკარე ხოსე ირიბართან, შემდეგ კი იკერ კასილიასთან, რომელთანაც დელ ბოსკეს მამაშვილური დამოკიდებულება აქვს. დამწყებ ჟურნალისტს დებიუტი კარგი გამოუვიდა და ვნახოთ, როგორ გააგრძელებს.

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო