დიეგო კოსტას ტრავმა იოლი არ აღმოჩნდა
“სელტასთან” მოგებულ (2:0) მატჩში მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელის დიეგო კოსტას მიღებული ტრავმა მსუბუქი არ გამოდგა და ექიმების ვარაუდით სამკურნალოდ სამი კვირა მაინც დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდის მჭიდრო სათამაშო გრაფიკის გათვალისწინებით, როხიბლანკოს 5 ან 6 მატჩში ვერ შეეწევა.