გურამ ქუთათელაძემ UFC-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო და ძალიან ღირსეულად მოიქცა [VIDEO]
ქართველმა მებრძოლმა გურამ ქუთათელაძემ UFC-ში პირველი ბრძოლა გამართა და პოლონელი მატეუშ გამროტი დაამარცხა.
ბრძოლა 3 რაუნდს გაგრძელდა, 2-მა მსაჯმა 29:28 უპირატესობა გურამს მიანიჭა, ხოლო ერთმა რეფერიმ იგივე ანგარიში პოლონელის სასარგებლოდ დააფიქსირა.
ორთაბრძოლის შემეგ კი გურამმა ეს სიტყვები წარმოთქვა:
“ეს ჩემი ბრძოლა არ იყო(ანუ, მე არ მომიგია), მე გულწრფელი ადამიანი ვარ, რა თქმა უნდა, დიდ მადლობას გიხდით, თუმცა ეს ჩემი ბრძოლა არ ყოფილა. ბედნიერი არ ვარ, რადგან ეს ის არ იყო, რასაც ველოდი. გამროტ, შენ მეომარი ხარ, ეს შენი ბრძოლა იყო.”