გვარდიოლას 500 მოგება
პრემიერლიგის მეხუთე ტურში “არსენალთან” მინიმალური ანგარიშით მოგება “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელის პეპ გვარდიოლასათვის სამწვრთნელო კარიერაში მეხუთასე გამოდგა. ათვლა “ბარსელონა B” დან იწყება, შემდეგ იყო “ბარსელონა”, “ბაიერნი” და ახლა “მანჩესტერ სიტი”. ამ უკანასკნელ გუნდთან ერთად პეპმა 172 მოგება იზეიმა, ხოლო კარიერაში სულ 29 ტიტული აქვს მოხვეჭილი.