ლამაზი შესრულება და შორეული გასროლა – მიქაუტაძემ ბელგიაში დუბლი გაიფორმა [VIDEO]
ბელგიის პირველი ლიგის მერვე ტურში “სერენმა” გასვლაზე 4:3 დაამარცხა “მოლენბეკი”. პირველ ტაიმში დუბლი შეასრულა 19 წლის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირის 7 მატჩში 14 გოლია.
გიორგის ძალისხმევით “სერენი” ერთპიროვნული ლიდერია და უმაღლეს დივიზიონში გადასვლის რეალური კანდიდატია.
მიქაუტაძე საფრანგეთის მოქალაქეა და მასთან საქართველოს ნაკრებში თამაშის თაობაზე მოლაპარაკებას სფფ უკვე აწარმოებს.